აჭარაში 300-მდე პირი სერვისის მიმართულებით გადამზადდა

ბათუმში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, საგაზაფხულო ტრენინგები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები ბარმენებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ.

„ბარმენები ყავის მოხალვისა და დაფქვის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ექსპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს, ასევე რძის მომზადების ტექნიკას, ალკოჰოლიანი ყავის სახეობასა და მომზადების წესს, ყავის სახეობებსა და ჯიშებს გაეცნენ. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა თავად მოამზადეს სხვადასხვა სახის ყავა და ლატე არტის (კაპუჩინოს ზედაპირზე ხატვა) ტექნოლოგიას დაეუფლნენ.

დასუფთავების სამსახურის საერთაშორისო სტანდარტებს აპარტოტელების, დიდი და მცირე ზომის სასტუმროების თანამშრომლები გაეცნენ. თეორიული სწავლების დასასრულს მათ სასტუმრო ნომრების ბაზაზე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ.

საგაზაფხულოს ტრენინგებისას დეპარტამენტმა ჯამში 300-მდე სექტორის წარმომადგენლის გადამზადება შეძლო. ტრენინგები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება სერვისის ვებ-გვერდზეა https://serviceajara.ge/ წინასწარი რეგისტრაციითაა შესაძლებელი. ტრენინგი იგეგმება დამწყები გიდებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებისთვისაც, ასევე სპიკერების საჯარო ლექციები ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება