ჯონ ბასი - საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს

საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს, რომლით სვლაც ქართველ ხალხს სურს, - ასე ეხმაურება სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საქართველოს ხელისუფლებას მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით“, - წერს ჯონ ბასი სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება