რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში „ჰამასის“ 1 000-ზე მეტი წევრი მკურნალობს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საავადმყოფოებში, ამჟამად, „ჰამასის“ 1 000-ზე მეტი წევრი მკურნალობს.

მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელება სასტიკი მიდგომა იქნება.

„მე არ განვიხილავ „ჰამასს“, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. პირიქით, „ჰამასი“ არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომლის მიწები ოკუპირებულია 1947 წლიდან და ოკუპაციის შემდეგ ისინი იცავენ თავიანთ მიწებს. ეს არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ამ ადგილების დასაცავად“, - ციტირებს რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება