იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი მხარს უჭერენ სხვა სტუდენტებს და უერთდებიან ქვეყნის მასშტაბთ მიმდინარე პროტესტს.

სტუდენტების თქმით, მათი არჩევანია ევროპა და არ სურთ, რომ ქვეყანამ ეს კურსი შეიცვალოს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. მე პირადად ვფიქრობ, რომ ადამიანმა საკუთარი კრიტიკული აზრი უნდა დააფიქსიროს, იმიტომ, რომ ადამიანი არის დამოუკიდებელი ინდივიდი და თითოეულის აზრი არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ვუერთდებით ქვეყნის საერთო სულისკვეთებას და ზუსტად ვიცით და გვჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აქ ჩვენ ახლა ცოტა ვართ, მაგრამ ბევრად მეტი სტუდენტია გვიჭერს მხარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიწვიოს ეს კანონი“, - აცხადებს აქციის მონაწილე გენო ხვიჩავა.

სტუდენტები აქციის გაგრძელებას აპირებენ და არ გამორიცხავენ, რომ დედაქალაქში გადაინაცვლონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს