ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება.

გაფიცულები დღეს მარშს გამართავენ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

სტუდენტებს პროტესტს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე ლექტორი შეუერთდა. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან სტუდენტების მოთხოვნას და უარს ეუბნებიან სადავო კანონპროექტს.

მათი თქმით, ბრძოლა მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება.

„აკაკი წერეთელი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ვაპროტესტებთ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ-ს სტუდენტების მიმართ, რომელთაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ სურვილთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი ლექტორ მასწავლებლების პოზიცია. ქართული განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს. საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია, არა რუსულ კანონს”, -აცხადებენ ლექტორ-მასწავლებლები.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გუშინ გაიფიცნენ, მათ აუდიტორიებში შესვლაზე უარი განაცხადეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება