პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი!

„ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი! - კიდევ რამდენი მტკიცებულება უნდა მოვიტანოთ იმის დასტურად, რომ ხელისუფლებაში არიან რუსები! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, “საქართველოს პარლამენტში ყურმოჭრილი მონა უმრავლესობის არსებობის პირობებში, რუსული კანონის არმიღების არანაირი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ქუჩაში პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება“.

მანჯგალაძე იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და ის, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს ყოველდღიურად არბევენ, ლეგიტიმაციის მხრივ არსებული პრობლემის გამოხატულებაა.

“ერთი თვეა აქციები მიდის. ქართველი ხალხის ნების დაფიქსირების და საერთაშორისო მეგობრების პროტესტის მიუხედავად, "ქართული ოცნება" გავეშებით, გაშმაგებით ამტკიცებს: ჩვენ ვართ რუსები - რუსულად ვიქცევით, რუსული კანონი მოგვწონს, გვინდა რუსეთი.

ყველაფერი ლუსტრირებულია! გამოსავალია პროტესტი - ჩვენ საქართველოს რუსეთს და რუსეთის მარიონეტებს ვერ ჩავაბარებთ. ხალხი გამოსულია ქუჩაში და ჩვენ ხალხთან ერთად ვიქნებით. რასაც საქართველოს მოქალაქეები დაგვიკვეთავენ, იმას გავაკეთებთ.

ერთი რაც ვიცით, არის პროტესტი, პროტესტი, პროტესტი!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს