ისრაელის პრეზიდენტი - ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ჩვენი შვილები სახლებში არ დაბრუნდებიან

ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ჩვენი შვილები სახლებში არ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„წელს, ჩვენ განსხვავებულ დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და სასწაულით, რომელიც ისრაელის სახელმწიფოა, მაგრამ ჩვენი გული მწუხარებით და ტკივილით არის სავსე“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის სექტორიდან მძევლების სახლებში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ჩვენ გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ, სიცოცხლე უნდა ავირჩიოთ. ჩვენ არ დავისვენებთ და არ გავჩუმდებით, სანამ ჩვენი შვილები თავიანთ სახლებში არ დაბრუნდებიან“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დღეს ისრაელი დამოუკიდებლობის 76-ე წელს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ღონისძიებები გუშინ საღამოს დაიწყო და დღეს მზის ჩასვლამდე გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება