„საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, - ამ შეძახილებით ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ

„საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, - ამ შეძახილებით ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ.

ისინი ხელისუფლებას მიმართავენ და „უცხოური გავლენის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ თბილისში თანამოაზრეებს.

„მივალთ ყველგან, გამოვალთ ყოველდღე და გავაპროტესტებთ. ხედავთ, რომ ყოველდღე უფრო მეტნი ვიკრიბებით, ეს პროცესი არ შეჩერდება. ერთ კაცს არ გადაჰყვება ქვეყანა, ამიტომ „არა რუსულ კანონს”, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეჩერდნენ. უმაღლესი საბჭოს შენობის აივანზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ, მათ შორის ტიტე აროშიძე, რომელსაც სტუდენტებმა სიტყვით მიმართეს.

„ბატონო ტიტე, ჩემ სკოლაში მოხვედით და გვითხარით, რომ უნდა იყოთ ღირსეული მოქალაქეებიო. თქვენ პირველკურსელებს ირაკლი კობახიძის წიგნები დაურიგეთ. ჩვენ ვართ ჭეშმარიტი მოქალაქეები, რომლებსაც ანტაგონისტები გვიწოდეთ”,- მიმართეს დეპუტატებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება