არჩილ თალაკვაძე - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, ამიტომ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით - ეს არ გაგივათ!

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, ამიტომ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა.

"გარე ჩარევის საფრთხეები ერთი ორად მაღალია საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკაშია. მნიშვნელოვანი ინტერესების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ქვეყანას ესაჭიროება დაცვის ისეთივე მექანიზმები, როგორიც სხვა განვითარებულ დემოკრატიებს. მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში. ვინ მონაწილეობს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ვინ ახდენს გავლენას იმ გადაწყვეტილებებზე, რაც თითოეულს და საზოგადოებას ეხება.

დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა. წესით, მას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოადგენენ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილს ჩვენს ქვეყანაში, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე თანაცხოვრება ჩვენს თანამოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან საქართველომ ერთხელ ნახა და არასდროს განმეორდება. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, ამიტომ ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ! მინდა, მივმართო ახალ თაობას, ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, სანამ თქვენ ქუჩაში აქციებზე დგახართ, პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს არის მათი ბოლო შანსი, ოღონდ თქვენს ხარჯზე. ჩვენი ქვეყნის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო