ვოლოდიმირ ზელენსკი ენტონი ბლინკენს - ჩვენ გვჭირდება ორი Patriot-ი ხარკოვის დასაცავად

ხარკოვისა და რეგიონის დასაცავად Patriot-ის კიდევ ორი საზენიტო სარაკეტო სისტემაა საჭირო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ის რაც შეიძლება მალე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რადგან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საშუალებები თავდაცვის ძალებისთვის „ყველაზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს“.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ორი Patriot-ი ხარკოვისთვის და ხარკოვის ოლქისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხარკოვში მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედროები რუსეთის მხრიდან მუდმივი სარაკეტო თავდასხმების ქვეშ იმყოფებიან.

„რა თქმა უნდა, მინდა, განვიხილო უსაფრთხოების გარანტიები, როგორ მუშაობენ ჩვენი გუნდები მასზე და სამშვიდობო სამიტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ შეერთებული შტატების მონაწილეობა, ჩვენ ასევე გვჭირდება დახმარება პრეზიდენტ ბაიდენისგან და თქვენგან, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ სამშვიდობო სამიტზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში დღეს ჩავიდა. „დავბრუნდი კიევში, რათა გამოვხატო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, როცა ისინი იცავენ თავიანთ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან“, - დაწერა ბლინკენმა სოციალურ ქსელში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის