ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ჩიხში შევიდა

ისრაელის მიერ რაფაჰზე თავდასხმის შედეგად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ჩიხში შევიდა, - ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ განაცხადა.

„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ აქტივობის ზრდა ვნახეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი სწორი მიმართულებით არ წარიმართა და ჩვენ ახლა თითქმის ჩიხში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, იმან რაც რაფაჰსთან დაკავშირებით მოხდა, უკან დაგვხია“, - განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.

„ისრაელის მხრიდან არ არის ნათელი ის, თუ როგორ უნდა შეწყდეს ომი. ვფიქრობ, რომ ისინი ამას, როგორც ერთ-ერთ ვარიანტს არ განიხილავენ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, რომელიც პოტენციურ ცეცხლის შეწყვეტას გამოიწვევს“, - აღნიშნა მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება