რატი იონათამიშვილი ოპოზიციას - ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს

თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ! თქვენ არასდროს, არასდროს არ მდგარხართ საქართველოს მხარეს. თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას არც რუსის ძახილს აპატიებს და არც მოღალატის.

„ოპოზიცია, რომელიც აქციებზე ბუჩქებში იმალება, ცხადია, პროვოკაციებით არის წარმოდგენილი. ამიტომ, არ უნდა ავყვეთ. ეს მათი უღირსი დღის წესრიგია, რაც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ. ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაც თვითონ არიან, იმას უძახიან და აბრალებენ სხვას. მაგრამ ყველამ კარგად იცოდეთ, რომ არასდროს გაგიტარებთ და არავის არ გაპატიებთ არც რუსის და არც მოღალატის დაძახებას. იმიტომ, რომ თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ! თქვენ არასდროს, არასდროს არ მდგარხართ საქართველოს მხარეს. თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „კასრის სინდრომიდან ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოსული არ არის“.

„უჩა აბაშიძის მორალის ხალხი გამოდის დღეს და კიდევ ბედავს, რომ მორალზე გველაპარაკოს. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. ეს დანაშაული [რის გამოც წარდგენილი აქვს ბრალი უჩა აბაშიძეს] ყველაზე ამორალური დანაშაულია, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. მაგრამ ამაზე უფრო ამორალური იყო ის გამართლების მცდელობა, რაც ამ პოლიტიკური უმცირესობას ჰქონდა ამ საქმეზე და რასაც ჩვენი საზოგადოება ხედავდა. ამით ყველა მივხვდით, რომ „კასრის სინდრომიდან“ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოსული არ არის. უბრალოდ, ადრე თუ სხვის საძინებლებში ვარდებოდნენ და იქ ამონტაჟებდნენ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში შედიან და იქ ამონტაჟებენ იმავე მიზნებისთვის და ამოცანებისთვის“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო