ალექსანდრე მოწერელია - სეპარატისტულ რეჟიმსაც კი, რომელსაც ე.წ პარლამენტი ჰყავს, ეს კანონი არ მიუღია, მათაც კი გვაჯობეს! - რუსული კანონი სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს!

სეპარატისტულ რეჟიმსაც კი, რომელსაც ე.წ პარლამენტი ჰყავს, ეს კანონი არ მიუღია! მათაც კი გვაჯობეს! რა ხდება?! - ჩვენ ვიღებთ და მათ ეყოთ პასუხისმგებლობა, რომ ეს კანონი არ მიეღოთ! ეს რუსული კანონი სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს! - ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც მოწერელიამ უმრავლესობის მისამართით განაცხადა, დღეს კიდევ არის შანსი იმისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ მიიღონ.

„მინდა, მივმართო კოლეგებს, არ მიიღოთ კანონი, რომელიც არის რუსული და აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას! დღეს ჩვენ, ყველანი ვხედავთ, რომ მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი არნახული კონსოლიდაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოში - ერიც და ბერიც ქუჩაშია! რაც არ უნდა იძახოთ რადიკალური ოპოზიცია, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას - სწორედ თქვენ გეკისრებათ! თუ თქვენ თვლით, რომ ეს კანონი კარგია, თქვენვე უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს. ჩვენ დღეს ვუყურებთ თუ როგორ სცემენ ახალგაზრდებს. კულმინაციის ზღვარია უკვე დამდგარი, გამოდიან ახალგაზრდები, ყოველდღიურად იფიცებიან უნივერსიტეტები, საით მივდივართ?! - ამ დაპირისპირებაში ვერავინ გაიმარჯვებს! წარსული აწმყოზე ვერ გაიმარჯვებს, მით უმეტეს, ვერც მომავალზე და ეს პასუხისმგებლობა თითოეულ თქვენგანს გეკისრებათ. თქვენ შეგიძლიათ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, ყველას, რომ ეს კანონი არ არის საქართველოს ინტერესების გამტარებელი! ეს რუსული კანონი არ მოგვიტანს სასიკეთოს არაფერს! მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ ჩემს კოლეგებს, თქვენ მოხვედით ლოზუნგით - არა ძალადობას! ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, საქართველოს ხვალინდელი დღე არის ევროატლანტიკური გეზი, დღეს ყველა გვეუბნება, ჩვენ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში, დღეს გაერთიანებულია მთელი ემიგრაცია, ახალგაზრდობა, ხნიერები, აბსოლუტურად ყველა, ჩვენი ერის წარმომადგენლობა დგას ქუჩაში, მოვუსმინოთ მათ! ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ და მოგიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი!“ - განაცხადა მოწერელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება