თინა ბოკუჩავა - პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, მაგრამ არ გვალაპარაკებენ

პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, მაგრამ არ გვალაპარაკებენ, არ მოგვცეს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კანონის თერთმეტივე მუხლი რუსულია, ის გვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, მას არაფერი საერთო არც ევროდირექტივასთან არ აქვს.

„პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, რადგან პირველი მოსმენის, მეორე მოსმენის დროსაც გამოგვყარეს დარბაზიდან. სპეცრაზმის, რობოკოპების დახმარებით იპარებიან პარლამენტის შენობიდან, შედიან, გამოდიან, სცემენ უმოწყალოდ ადამიანებს, ჩვენ კიდევ გვყრიან დარბაზებიდან იმისთვის, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ დიახ, ეს კანონი რუსულია, თერთმეტივე მუხლი რუსულია, ის გვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, მას არაფერი საერთო არც ევრო დირექტივასთან არ აქვს, არც ამერიკულ კანონთან, მაგრამ არ გვალაპარაკებენ, არ მოგვცეს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს