გიორგი ვაშაძე - მადლობა მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე ღირსეულად იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

დღეს, საქართველო არის ერთიანი. ამ შენობის გარეთ ახლაც ათასობით ადამიანი დგას და მათ მინდა მადლობა ვუთხრა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თმით, ის მადლობელია ყველა იმ ახალგაზრდის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღირსეულად იცავს.

„თქვენ ხართ იმედი, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, თქვენ ხართ ის ღირსება, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ხედავს. მსოფლიო აღფრთოვანებულია იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი დღეს საქართველოში აჩვენებს. ეს ისმის ყველა ევროპულ დედაქალაქში, ისმის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა მხარს უჭერს ჩვენ ქართველ ხალხს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, როდემდე აპირებენ, არ მოუსმინონ ხალხს.

„დაფიქრდით, უბრალოდ, ნუთუ დარჩა ვინმე ამ ქვეყანაში, ვინც კიდევ უნდა გითხრათ, რომ მოეგოთ გონს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება