საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია -„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაში, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა, მონაწილეობა მიიღეს: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, იუსტიციის მთავარმა სახელმწიფო მრჩეველმა, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლემ, საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრმა, სამართლის დოქტორმა გია მეფარიშვილმა; სამართლის დოქტორმა დარეჯან ლეკიაშვილმა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა ვლადიმერ მაჭარაშვილმა; ეკონომიკის დოქტორებმა - გოჩა ცოფურაშვილმა, შოთა ვეშაპაძემ და უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის (უსმა/USMA) თავმჯდომარემ, მეცნიერებათა დოქტორმა ბესიკ ობოლაძემ.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას თქმით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", მოიცავდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ,,სასურსათო უსაფრთხოება და სისტემური საკანონმდებლო უზრუნველყოფის მნიშვნელობა"; 1993-1998 წ.წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამართალდაცვის ორგანიზაციის რეფორმების სამთავრობო კომისიის საქმიანობის მიმოხილვა; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სწავლება საუნივერსიტეტო სივრცეში; „ეკონომიკური უსაფრთხოების სამართლებრივი შემადგენელი"; „სამართლებრივი უსაფრთხოების პრობლემა დაცვის უფლების განხორციელებაში“; „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების აქტუალური საკითხები“.

„კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიისა და უსაფრთხოების საკითხების მკვლევართა ასოციაციის ორგანიზებით. კონფერენციაზე განხილული თემები მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის ცოდნის ამაღლების მიმართულებით, ასევე, ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს. ქართული სახელმწიფოებრიობა მრავალ საუკუნეს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ ბაზას. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მნიშვნელოვანი გახდა ქართული სახელმწიფოს და სამართლის ისტორიის საკითხების პრობლემათა წინა პლანზე წამოწევა, ანალიზი და მეცნიერული არგუმენტების მოშველიებით საფუძვლიანი პოპულარიზაცია აქტუალური გახდა. მით უფრო, რომ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი არსებობს ქართული სამართლის ისტორიის კვლევის თვალსაზრისით. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება კონფერენცია, მით უმეტეს, რომ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ოპერატიულ-საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილების მქონე პოლიციის, უშიშროებისა და დაზვერვის სპეციალისტებმა, ასევე ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა“, - აცხადებს ირაკლი გაბისონია.

სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის დასასრულს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია - „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი საგადასახადო სამართალში“.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით