მამუკა მდინარაძე - აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა

აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის განცხადებით, „ამ კამპანიის უკან და აქციის მონაწილეებთან ერთად აქციაზე - „ნაცმოძრაობა“, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები დგანან.“

„ძალიან მოკლე პროცედურაა, თუმცა განცხადებების დღეა და ოპოზიციას საშუალება ჰქონდა, განცხადებების დროს ეთქვა, რატომ არის კანონი ცუდი, რა არ ვარგა ამ კანონში, რა არის მასში რუსული? ან რატომ არის დეკლარაციის შევსება და გამჭვირვალობა არაევროპული?! ხომ არ მოგისმენიათ ვინმეს რაიმე ოდნავ კონკრეტული? რა თქმა უნდა, არა! არც ერთი სიტყვა ამაზე! მხოლოდ ზოგადი, ყალბი მოწოდებები და ამან თქვა და იმან თქვა…

ყველაზე დიდი ამორალურობა და პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრები ლაპარაკობენ ევროპულობაზე, დემოკრატიაზე, ახალგაზრდობაზე და ძალადობის დაგმობაზე.

აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რაც მთავარია, მათთან ერთად აქციაზე - ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები!

ვინ აფინანსებს? - ამას ჯერ ვერ, მაგრამ კანონის ამოქმედების შემდეგ გაიგებს ქართული საზოგადოება!

ან ვეღარ დააფინანსებენ და მოუწევთ მხოლოდ იმ მართლაც კარგი საქმეების დაფინანსება, რომელიც ქართულ ინტერესებშიც ჯდება!

არა რუსულ კანონს! კი ევროპას! კი გამჭვირვალობას! კი საქართველოს დამოუკიდებლობას!“, - წერს მდინარაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება