შარლ მიშელი - ქართველმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას

ქართველმა ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა დასავლეთს საქართველოზე რუსეთის გავლენის ზემოქმედების პრევენცია.

„ძალიან ნათელია, რომ რუსეთის მიზანია ძირი გამოუთხაროს ყველგან, სადაც შესაძლებელია, დემოკრატიის პრინციპებს და კანონის უზენაესობის გაძლიერების მცდელობას, ამიტომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ყველას, ვინც საქართველოშია და ვიცი, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, დაუახლოვდეს ევროკავშირს და სურს, ევროკავშირში გაწევრიანებას და მათ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირში გაწევრიანების ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა მიშელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება