შარლ მიშელი - ვიმედოვნებ, რომ საქართველოში არჩევნები იქნება მკაფიო სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობა, რა მიმართულება სურთ ქართველებს თავიანთი ქვეყნისთვის

ჩვენ ვართ კანონის უზენაესობის მხარეს. ჩვენ ვართ თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების მხარეს და ვაპირებთ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ვცადოთ საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, გააკეთონ, რაც საჭიროა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რას ეტყოდა იმ ხალხს, რომელიც საქართველოში აქციებს მართავს.

„ჩვენ ვართ კანონის უზენაესობის მხარეს. ჩვენ ვართ თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების მხარეს და ვაპირებთ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ვცადოთ საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება, გააკეთონ, რაც საჭიროა. საქართველოში რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები ასევე იქნება ლეგიტიმურობის მიცემის, მკაფიო სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობა, რა მიმართულება სურთ ქართველებს თავიანთი ქვეყნისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება