ოთარ ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - რისკებია, რომ ჩამოახრჩოს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება - ხელისუფლებამ ყველა კონსტიტუციურ ზღვარს გადააბიჯა

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ყველა კონსტიტუციურ ზღვარს გადააბიჯა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინასაარჩევნო პერიოდში შემოტანა ნიშნავს, რომ ხდება მზადება, გაიტანონ მომავალი არჩევნები და დარჩნენ ხელისუფლებაში.

„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ყველა კონსტიტუციურ ზღვარს გადააბიჯა. კონსტიტუცია მიგვითითებს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ევროპისკენ. მეორე მხრივ, არის ხალხის ნება და გადაწყვეტილება. ხალხის გადაწყვეტილებაა ევროპისკენ [წასვლა] და არა რუსეთისკენ.

ამ კანონის რისკები არის ის, რომ, ჩამოახრჩოს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციების მოძრაობა. წინა საარჩევნო პერიოდში ეს ნიშნავს, რომ ძნელად დასაცავი იქნება ჩვენი ოპოზიციის პოზიციები. ნიშნავს, რომ ეს არის მზადება, რომ გაიტანონ მომავალი არჩევნები და დარჩნენ ხელისუფლებაში - ეს არის მათი მთავარი მიზანი“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს