„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

„არა რუსულ კანონს!“ - სკანდირებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები.

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კანონპროექტის კენჭისყრის პარალელურად კვლავ მოუწოდებდა მმართველ გუნდს კანონის არ მიღებისკენ და სკანდირება, „არა რუსულ რეჟიმს! 84 მოღალატე!“

„თქვენს შვილებს მაინც მოუსმინეთ, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ კანონს. გაიტანეთ. არა რუსულ კანონს“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება