მიხეილ ყაველაშვილი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი, სადავო არაა და ყველაფერი ნათელია - არავის აქვს უფლება, საზოგადოების უმრავლესობის სახელით ესაუბროს უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ხალხის ძალის“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, სადავო არაა და „ყველაფერი ნათელია“.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის განხილვის საშუალება არსებობდა და მასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა არგუმენტებს ელოდებოდა.

„კანონპროექტი არ არის სადავო. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს უმრავლესობის მიერ არჩეულ მმართველ ძალას პარლამენტში. სამივე მოსმენით გვქონდა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის გაგვეცნო ის მიზეზები, რატომ ვიღებთ ამ კანონს, მგონი, ყველაფერი ნათელია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, სამართლიანი ქვეყანა. ამ ქვეყანაში კანონს იღებენ პარლამენტის წევრები. არავის აქვს უფლება, საზოგადოების უმრავლესობის სახელით ესაუბროს უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტს. მარტივ წესებზე მაქვს საუბარი, გვქონდა ამ კანონის გარჩევის საშუალება, ველოდებოდით არგუმენტებს. ჩვენ დღესაც ღია ვართ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის