არჩილ თალაკვაძე აქციის მონაწილეების რეპლიკებზე, რომ უმრავლესობის წევრები „მონები“ და „მოღალატეები“ არიან - არავის გვეშინია - აბა მოვიდეს და დამიძახოს!

არასერიოზულია და არავის გვეშინია, სისულელეა, - ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობდა თუ არა ის უხერხულობას „რუსული კანონის“ მიღებით.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზის ხმაურის ფონზე დატოვება მოუწიათ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს“, თალაკვაძემ უპასუხა, რომ „ქვეყანას უღალატა მან, ვინც მხარს არ უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას, დემოკრატიის დაცვას უცხოური ჩარევისგან“.

ასევე, ჟურნალისტის კიდევ ერთ რეპლიკაზე, რომ პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები უმრავლესობის წევრებს, „მონებს და მოღალატეებს“ ეძახიან, თალაკვაძემ ასე უპასუხა: „აბა, მოვიდეს და დამიძახოს“, რის შემდეგაც მან პარლამენტის შენობა დატოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება