ხატია დეკანოიძე - იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, პარლამენტიდან რობოკოპებით  ჩუმად გაიყვანონ, ახალგაზრდებს იჭერენ, სცემენ და ძალადობენ მათზე

იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, პარლამენტიდან რობოკოპებით გაიყვანონ ჩუმად, ახალგაზრდებს იჭერენ, სცემენ და ძალადობენ მათზე, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, დეკანოიძემ ჩამოთვალა იმ 84 დეპუტატის სახელი და გვარი, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გვარები ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს.

„მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“. იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, პარლამენტიდან რობოკოპებით გაიყვანონ ჩუმად, ახალგაზრდებს იჭერენ, სცემენ, ძალადობენ მათზე. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა უპრობლემოდ დატოვონ პარლამენტის შენობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამის შემდეგ დეკანოიძემ ჩამოთვალა იმ 84 დეპუტატის სახელი და გვარი, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გვარები ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს