ნინო დოლიძე - აშშ ძალიან ცდილობს ქართველ ხალხს დაეხმაროს რთულ პერიოდში - არ უნდა გამოვრიცხოთ არანაირი ზომის მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის

ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ცდილობს ქართველ ხალხს დაეხმაროს რთულ პერიოდში - არ უნდა გამოვრიცხოთ არანაირი ზომის მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ცდილობს ქართველ ხალხს დაეხმაროს რთულ პერიოდში. მათი მხრიდან იყო განცხადება, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან, ძალიან კარგად აუხსნეს „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, საიდანაც უკან დაბრუნება იქნება ძნელი. უთხრეს, რომ არ უნდა მიიღონ ეს კანონი. რაც შეეხება სხვადასხვა ზომას, იცით, რომ წინასწარ არაფერს ამბობენ, არ უნდა გამოვრიცხოთ არანაირი ზომის მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის”,-აღნიშნა დოლიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრაზე სანქციებზე საუბარი, დოლიძემ განმარტა, რომ ქართველი ხალხის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებენ, კონკრეტულ ნაბიჯზე კი განცხადებას თავად გააკეთებენ.

„თქვა, რომ არასდროს ამბობენ, რას აპირებენ წინასწარ, მაგრამ განიხილავენ. ყველაფერს განიხილავენ ქართველი ხალხის დასახმარებლად, რა იქნება და თუ იქნება თავად იტყვიან. ხედავენ, რომ ქართველი ხალხი მყარად დგას ევროპული და დემოკრატიული მომავლის დასაცავად“, - აღნიშნა დოლიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება