ნიკოლ ფაშინიანი - რომელ წელს ვისურვებდი ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანებას? - წელს

ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული თანამშრომლობა ევროკავშირთან. მოხარული ვართ იმით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო სამოქალაქო მისია განლაგებულია აზერბაიჯანთან ჩვენს საზღვარზე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სამოქალაქო მისია, მაგრამ ეს არის ერთგვარი ახალი ფაქტორი რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ერთგვარად ჩართულია სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების დღის წესრიგში“, - დასძინა სომხეთის პრემიერმა.

ამასთან, კითხვაზე, რომელ წელს ისურვებდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ წელსვე.

„რომელ წელს? წელს,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება