ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება.

პროექტის მიხედვით, წაღვერის პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტებისთვის შენობის მოწყობა.

პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი.

,,ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. დაბა წაღვერში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო პერიოდში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ ეს ახალი ცენტრალური პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე’’, - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 1-ელ მაისს დაიწყო და წლის ბოლომდე დაასრულოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს