იგორ ნარმანია - ივანიშვილს უნდა ქვეყანა გააფორმოს რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში

ივანიშვილს უნდა ქვეყანა გააფორმოს რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში. შევეჩვიეთ დარბევასაც, ჩვენს მოკვლაზეც წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ ქვეყნის დაკარგვაზე მეტად არაფრის არ გვეშინია , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა.

იგორ ნარმანიას თქმით, ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში, სხვა შემთხვევაში დაგვამარცხებენ.

„პირველ რიგში მე მივმართავ საზოგადოებას, რომლებიც ახლა შეიძლება ტელევიზორებიდან უყურებენ ამ ყველაფერს, გამოვიდნენ გარეთ, რათა საბოლოოდ გაფორმდა რუსული კანონი ქვეყანაში და უნდათ გააფორმონ ეს ქვეყანა რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ძალიან მტკიცე, გაბრაზებული მოქალაქე დღეს თბილისის ქუჩებში. სხვა შემთხვევაში დაგვამარცხებენ, უნდა გავიმარჯვოთ, უნდა გავიმარჯვოთ ერთად და მხოლოდ და მხოლოდ მტკიცედ დგომა შველის ამ ყველაფერს. შევეჩვიეთ ამ დარბევებსაც, ალბათ ბოლოს მოგვკლავენ, ამაზეც წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ ქვეყნის დაკარგვის მეტად არაფერი არ გვაშინებს“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს