პოლონეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე - არსებობს ძირის გამოთხრის მცდელობები ღირებულებებისთვის, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის

ზურაბიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც მიიღეს, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, კანონი წარდგენილი არ იქნება საქართველოს სისტემაში. ამის შესახებ პოლონეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბოგდან კლიჰმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პარადოქსულ სხვაობას, შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ გზას.

“ერთი მხრივ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მეორე მხრივ - არსებობს იმ ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოხატულია ხელშეკრულებებში, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ჩვენს გულებსა და გონებაშია.

ქართული საზოგადოების ადგილი ევროპაშია. და ეს არა მხოლოდ იმიტომაა, რომ ქართველების 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ იმიტომაც, რომ ქართველები იმავე ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. ამ სხვაობას, ამ პარადოქსულ სხვაობას, შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ამ ევროპულ გზას.

აქ ჩამოვედით ქართველი მეგობრებისთვის იმის სათქმელად, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ, ვინც იგივე ღირებულებებს იზიარებს, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატეთ მათთან, ვინც ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება.

ქალბატონ პრეზიდენტთან გვქონდა შეხვედრა. მან დაგვიდასტურა, რომ ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც ამ წამს მიიღეს. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ის წარდგენილი არ იქნება საქართველოს სასამართლო სისტემაში”, - განაცხადა კლიჰმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება