მაიკლ როთი - საქართველოს მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს ამ კანონის მიღების შედეგებს - დაკარგავთ რეპუტაციას და სანდოობას, რაც გამოწვევებით სავსე დროს დიდი პლუსია

ჩვენი შთაბეჭდილება არის ის, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი თქვენს ქვეყანაში იმედგაცრუებულია თქვენი პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

როთის თქმით, ის იმედგაცრუებულია.

„ვფიქრობ, მმართველი პარტია სათანადოდ ვერ აფასებს შედეგებს. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ არის, რომ დაკარგავთ რეპუტაციას და სანდოობას და ამ გამოწვევებით სავსე დროს რეპუტაცია და სანდოობა არის ძალიან დიდი, დიდი, დიდი პლუსი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგან არა მხოლოდ მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ხალხსაც მაღალი ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის. დიახ, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, პარლამენტარები ითხოვენ სანქციებს, ჩვენ არ ვსხედვართ მძღოლის სავარძელში, მაგრამ ცხადია, ჩვენ დაგვჭირდება სიცხადე ევროკავშირის მხრიდან და ყველაზე უფრო მკაცრი სანქცია არის, რომ კანდიდატის სტატუსი უფასურდება. ივნისში ევროკავშირი და ევროკომისია აპირებენ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ სად არის საქართველო? ეს არის საშინელება. ასევე არ ვართ დარწმუნებული, რომ თავისუფალი სავიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, რადგან ჩვენ არ გვსურს ახალგაზრდა თაობის დასჯა. ასეთი შეჩერება ძალიან ძვირი დაუჯდება იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში იმყოფებიან, მაგრამ ჩვენი რეკომენდაცია ევროკავშირისა და ჩვენი მთავრობების მიმართ არის, რომ საქმეს ჩვეულ რეჟიმში ვერ გავაგრძელებთ“, - აღნიშნა მაიკლ როთმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება