საია - მოვუწოდებთ შსს-ს, ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევა და ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე, - ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას.

„"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტის მიმდებარე საპროტესტო აქციას როგორც ადგილზე, ისე მედიის საშუალებით. მიმდინარე აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი ხასიათი. მიუხედავად ამისა, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყეს აქციის დარბევა ძალადობრივი მეთოდებით, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ლოკალური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირებამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევა და ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე.

მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და შევახსენებთ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულებების შესრულება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს