ლევან ხაბეიშვილი - "ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის და დათმობისთვის - გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დათმობისთვის და გვესმის,­ რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა და მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ივანიშვილმა ახალგაზრდების და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ოფიციალურად გააფორმა კანონი.

„დაარღვიეს კონსტიტუცია და ცვლიან საქართველოს საგარეო კურსს. მე მინდა გაგაცნოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია - მოდი ღიად და პირდაპირ ვთქვათ, ყველანაირი ხაზები პროქართულ, პროდასავლურ, პროევროპულ, პროდასავლურ პარტიებს შორის აღარ არსებობს, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი, დასაცავი ჩვენი შვილების ევროპული მომავალი და სახელმწიფოს ინტერესები, ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს ჰქონდეს არათუ მჭიდრო თანამშრომლობა და არათუ მხოლოდ საერთო სტრატეგია, არამედ სრულიად ოპოზიცია გაერთიანდეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენ ცხადია მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დათმობისთვის და ჩვენ გვესმის, რომ წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული ბრძოლა. ეს არის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა და მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, წარმოვადგენთ იმ პარტიას, რომელიც ემსახურება ხალხს და ხალხის ინტერესებს და ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ლიდერს უნდა ესმოდეს, რომ თითოეული თქვენგანის ვალდებულებაა ხალხის ნების მსახურება და ხალხის გადაწყვეტილებაზე ადეკვატური პოზიცია. ამიტომ, მივესალმებით ასევე „ლელოს“ კონკრეტულ პოზიციას, რომელიც უკავშირდება თავდაუსხმელობას და „ნაციონალური მოძრაობა“ ამას დიდი ხანია აკეთებს, ასევე ყველა სხვა პარტიას თუ სამოქალაქო ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, მზად ვართ დიალოგისთვის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება