გიორგი ქადაგიძე - დაუმორჩილებლობა და პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, ახალი მასშტაბი მიიღოს, რაც უნდა დამთავრდეს “ქართული ოცნების” ჩანაცვლებით კოალიციური მმართველობით

დაუმორჩილებლობა, პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, მიიღოს ახალი მასშტაბი, რაც საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა დამთავრდეს “ქართული ოცნების” ჩანაცვლებით კოალიციური მმართველობით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ “ინტერპრესნიუსს” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას რუსეთის პირისპირ ტოვებს.

“ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, გვტოვებს ჩვენი მთავარი მოკავშირეების: აშშ, ევროკავშირის და იმ ქვეყნების გარეშე, რომელიც არის გარანტი ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მთელი ამ წლების განმავლობაში გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფოებრიობა ქართველ ხალხთან ერთად. ხელისუფლება გვტოვებს პირისპირ რუსეთთან,რაც არის უზარმაზარი საფრთხე ამ ქვეყნისთვის. შესაბამისად, დაუმორჩილებლობა, პროტესტი და ა.შ. კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, მიიღოს ახალი მასშტაბი, რაც საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა დამთავრდეს “ქართული ოცნების” ჩანაცვლებით კოალიციური მმართველობით”, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს