ბათუმში საპროტესტო მსვლელობა - “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

ბათუმის ქუჩებში საპროტესტო აქცია-მსვლელობა - “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.

ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტი სრულიად ქალაქში უნდა გავრცელდეს.

“მოვუწოდებ აკადემიურ საბჭოს, რომ რექტორს მერაბ ხალვაშს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკან წააღებინოს. ბოიკოტს და გაფიცვას განათლებას არ ვუწყობთ, ამას ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია და ამას, ვერც ის მოღალატე 84 დეპუტატი შეუშლის ხელს. მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო არ იქნება დანებების საფუძველი, ისევ გამოვალთ და ვიბრძოლებთ ჩვენი მომავლისთვის. მოვედით უნივერსიტეტში, რომ წვიმაში თავი შეგვეფარებინა, მაგრამ კარი დაკეტილი დაგვხვდა, საიდან ხალხო, ჩვენი უნივერსიტეტიდან უნდა გაგვაგდონ და წაგვიყვანონ რუსეთში? არა, უნდა გაბრაზდეთ და გამოხვიდეთ. ვაჩვენოთ ისევ ჩვენი თავისუფლება, ბათუმის ქუჩებში მოსწავლეებიც იდგნენ, რომლებმაც გაიფიცნენ და ჩვენთან გამოვიდნენ. საკლასო ოთახებიდან დროშებით გვეგებებოდნენ, ესაა ჩვენი თავისუფლება”,- აცხადებენ შეკრებილები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება