დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში - სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია  -  მთავრობას მოვუწოდებ კურსი შეცვალოს და ეს კანონპროექტი გაიწვიოს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კურსი შეცვალოს და კანონპროექტი გაიწვიოს, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს.

“სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია - და როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სიმშვიდისკენ და თავშეკავებისკენ.

დღეს საქართველოს პარლამენტმა კვლავ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც ჩვენი პარტნიორები, დიდი ბრიტანეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას.

ეს კანონპროექტი და მისი თანმდევი დემონსტრანტების მართული დაშინება არ შეესაბამება ნატოს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან გადახვევის ფუნდამენტურ რისკს ქმნის.

როგორც საქართველოს ელჩს ვუთხარი დღეს აქამდე საუბრისას, ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ახლა საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ კურსი შეცვალოს და ეს კანონპროექტი გაიწვიოს”, - წერს განი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება