პრემიერი - ბატონ ო’ბრაიენს განვუმარტეთ ყველა დეტალი, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთანაა კავშირში - თუ შენიშვნები იქნება, მზად ვართ დისკუსიისთვის

განვუმარტეთ ყველა დეტალი, რაც ამ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონთანაა კავშირში. თუ რაიმე შენიშვნები იქნება, ჩვენ კიდევ ერთხელ, მზად ვართ დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიანსაც დავუდასტურე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა საკითხებზე გაიმართა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ო’ბრაიანთან.

კობახიძის თქმით, „ო’ბრაიანისთვის ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ქვეყნის გარშემო და რაც ხდებოდა ამ ორმხრივ ურთიერთობებში გასული სამი წლის განმავლობაში“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს, რა დროსაც მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა სურვილი და მზაობა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

„ო’ბრაიანთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, 1 საათი იყო დაგეგმილი და ორსაათნახევარი გაგრძელდა. ძალიან გულწრფელი შეხვედრა იყო. ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. მათ შორის საუბარი იყო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარიმართა გასული 3 წლის განმავლობაში. ჩვენ ბატონ ო’ბრაიენს განვუმარტეთ ყველაფერი, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ სურვილი და მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს არის სურვილი, მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო და სამართლიანი დამოკიდებულება. თუ ასეთი დამოკიდებულება იქნება, ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონზე. განვუმარტეთ ყველა დეტალი, რაც ამ კანონთანაა კავშირში. თუ რაიმე შენიშვნები იქნება, ჩვენ კიდევ ერთხელ, მზად ვართ დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიანსაც დავუდასტურე. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და რაც ხდებოდა ამ ორმხრივ ურთიერთობებში გასული სამი წლის განმავლობაში. ჩვენ მზაობა გვაქვს, რომ ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად ო’ბრაიანსაც დავუდასტურე“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს