პრემიერი - პარლამენტთან ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას - პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა

პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას - პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების მისვლა და პროტესტის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის ფაქტი.

პრემიერის თქმით, სწორედ ამიტომ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსული კანონის მიღებას.

„რაც შეეხება იმას თუ რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ. რუსული კანონით, ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და დღეს ჩვენ სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას - პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია, დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს