ირაკლი კობახიძე - ჩვენს აქციაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე - ეს არის ის თანაფარდობა, რაც “ქართულ ოცნებასა” და კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” შორის არსებობს

ჩვენს აქციაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე. ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს “ქართულ ოცნებასა” და კოლექტიურ “ნაცმოძრაობას” შორის , - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან მათ დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები ქუჩაში გამოდიან.

“რაც შეეხება პროტესტს, საქართველოში არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, ეს დემოკრატიის ნაწილია. ამ პოლიტიკურ ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს, პოლიტიკური უმცირესობა. როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია მხარდამჭერებს არწმუნებს რაღაცაში და ქუჩაში გამოდიან, ეს არის ნორმალური. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებს პოლიტიკურ უმრავლესობას მიიღონ, ან არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განმტკიცებას ემსახურება. გადაწყვეტილებას პოლიტიკური უმრავლესობა იღებს. რაც შეეხება რაოდენობებს, ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი იყო გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციებზე. ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს “ქართულ ოცნებასა” და კოლექტიურ “ნაც მოძრაობას” შორის. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან მათ დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები ქუჩაში გამოდიან და ეს პოლიტიკური უმცირესობის უფლებაა”,-აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს