მაიკლ როთი პარლამენტთან აქციაზე - ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, გვინდა, რომ ქვეყანას ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები

ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები,- ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე ის ნამდვილ ევროპელებს შეხვდა ახალგაზრდების სახით, რომლებიც იცავენ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

„მე აქ ნამდვილ ევროპელებს შევხვდი და მჯერა ახალგაზრდა თაობის ძალის. ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ჩვენი მოვალეობაცაა ამ ღირებულებების დაცვა და გარეთ მყოფი ყველა ამ ადამიანის მხარდაჭერა. ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები და ახლა შემდეგი ნაბიჯია რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა როთმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება