ექიმი - დავით ქაცარავას ჩაუტარდა ოპერაცია - მხედველობის მიმართულებით როგორია მისი მდგომარეობა, დილით გვეცოდინება

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ოპერაცია დასრულდა და ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის „ემერჯენსის“ განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა განუცხადა, პაციენტის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

„მას სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, ჩაუტარდა ოპერაცია და ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ინტენსიურ თერაპიაშია. მხედველობის მიმართულებით მისი მდგომარეობა როგორია, ჯერ არ ვიცით, გვეცოდინება დილით. ოპერაციული ჩარევა თვალთან მიმართებით არ ყოფილა“, - განაცხადა ანა დალაქიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება