ადვოკატი - ლაზარე გრიგორიადისს სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, მანამდე სცემეს, ძირს დააწვინეს და ურტყეს, აგინებდნენ - დაზიანებები სახეზე და თავზე აქვს, ბორკილებისგან დაწითლებული აქვს ხელები

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, დაკავების მომენტში სპეცრაზმის თანამშრომლები გრიგორიადისს აგინებდნენ და სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქობესაშვილი განმარტავს, გრიგორიადისს სამედიცინო დახმარება დიღმის მთავარ სამმართველოში ექიმმა გაუწია.

ადვოკატი არ გამორიცხავს, გრიგორიადისს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს, თუკი, მას ტკივილები ექნება.

„სახეზე, თავზე დაზიანებები აქვს. ასევე, ბორკილებისგან ხელები აქვს დაწითლებული.

აქციაზე იდგა, სპეცრაზმის თანამშრომლები მივარდნენ, დააკავეს. ის დაკავებისას, ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, იქამდე სცემეს. გრიგორიადისს რამდენიმე ადამიანი ურტყამდა, ძირს დააწვინეს და ისე ურტყეს, აგინებდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ“, - აცხადებს ქობესაშვილი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დიღმის სამმართველოდან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინება უკვე გაკეთდა.

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება