ყირიმზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, „ბელბეკის“ აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარია

ყირიმში წუხელ საჰაერო განგაში გამოცხადდა, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა და აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებსა და ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაკეტილი იყო მოძრაობა ყირიმის ხიდზე.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხეილ რაზვოჟაევის თქმით, სევასტოპოლზე მასიური თავდასხმა მოიგერიეს.

მისი ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო, მათ შორის „ბელბეკის“ აეროდრომის მიდამოში.

„ტელეგრამ“ არხი ASTRA ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაახლოებით 20 რაკეტა ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ბელბეკის“ აეროდრომის მიდამოში ხანძარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს