ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი და ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ აღნიშნული რეკომენდაციები, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მკაცრად დაგმო თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე და შეაფასა ის, როგორც პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს პარლამენტის მიერ „ზედმეტად ნაჩქარევად მიღებულ“ საკამათო კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, ამ კანონთან დაკავშირებით მათი მოსაზრების მიუხედავად“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ კანონის ამოქმედებამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება