USAID-ის ხელმძღვანელი - კენჭისყრაზე მიღებული კანონი სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის და ქართველი ხალხისთვის საჭირო მომსახურების გაწევის გაგრძელებას გაართულებს

ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის, - ასე გამოეხმაურა USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.

სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრას, რომელიც საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას ძირს უთხრის და საბოლოოდ, მათ მიერ ქართველი ხალხისთვის საჭირო მომსახურების გაწევის გაგრძელებას გაართულებს. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მსგავსი კანონმდებლობის ზეგავლენით ორგანიზაციებზე, რომლებიც ადგილზე დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელ სამუშაოს ასრულებენ.

როგორც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, აღნიშნულმა კანონმა საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივები შეიძლება შეაფერხოს, ძალისხმევა, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს. ასევე, ეს საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან ორმხრივ პარტნიორობას - პარტნიორობას, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და რა დროშიც USAID-მა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, რომელიც ორმხრივ ინტერესსა და დემოკრატიისადმი საერთო ვალდებულებაზეა აგებული.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი ესკალაციისგან ან ძალადობრივი ქმედებებისგან და საქართველოს მთავრობას, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს“, - ნათქვამია სამანტა პაუერის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს