ევროპის ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელმა ექვსი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ბრატისლავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე "ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის" მკლავჭიდელმა ექვსი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პირველი ადგილი მოიპოვეს და ოქროს მედალოსნები გახდნენ: ნიკოლოზ ზარანდია, მერაბი გვალია, საბა დანელია (მარჯვენა და მარცხენა მკლავით) და დათუნა ჟიშკარიანი (მარჯვენა და მარცხენა მკლავით), მეორე და მესამე ადგილი გიორგი ბუსქანძემ, ხოლო მეორე ადგილი უფროსებში საბა დანელიამ დაიკავა.

„თითოეულ სპორტსმენს და მათ მწვრთნელს ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, პირად ანგარიშზე ფულადი თანხა ჩაერიცხება. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხობელ მკლავჭიდელებს და მათ მწვრთნელს, კობა თუთბერიძეს ულოცავს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ დიდ გამარჯვებას!“-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება