ბეჟან წაქაძე - ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლაა - ჩემი ოჯახი თუ აშშ-ში და ევროპაში არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ

სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა - ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბეჟან წაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, უმრავლესობის წევრები უკან დახევას არ აპირებენ იმ პრინციპებზე, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჰქვია.

„სანქციებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ერთადერთი სანქცია, რომელიც შეიძლება დამიწესონ და საბედნიეროდ, მათ ამის უფლება არ აქვთ, ეს არის ჩემს ზესტაფონში და რეგიონში ჩასვლა. დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ [სანქცირების]. მოხდება განხილვა, თუ რამე ისეთ ღირებულს წარმოადგენენ, რომელიც შესაძლებელი და მისაღებია, შევიტანთ ცვლილებას [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში] იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია პრეზიდენტის ვეტოს ფორმატში. უკან დახევას არ ვაპირებთ იმ პრინციპებზე, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტი ჰქვია. ამაზე არ ვაპირებთ, თორემ საუბარს ვაპირებთ.

სანქცირებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. [თუ დაიწყებენ დასანქცირების განხილვას] რა ვქნათ მერე? რა გავაკეთოთ? ქვეყანა დავღუპოთ? ქვეყნისთვის ყველაფრისათვის მზად ვართ. ევროკავშირი და ამერიკა რატომ გვინდა? იმიტომ, რომ დემოკრატია იყოს ხომ? არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მიღებული არაა და დემოკრატიული არაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ეუბნებიან, რომ კანონი არ მიიღოთო. ეს გამორიცხულია. ჩემი უფროსი ვინაა იცით? ჩემი ამომრჩეველი.

ბეჟან წაქაძის ოჯახი თუ არ წავა ამერიკაში და ევროპაში თუ არ იმოგზაურებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყნის სუვერენიტეტი დგას წინ“,- განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება