დავით ქაცარავა - თვალბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის და სერიოზული ჰემატომები თავზე

თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა,- ამის შესახებ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომელიც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

მისივე თქმით, ჰემატომები აღენიშნება თავზე.

„რაც შეეხება ოპერაციას, თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა. სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე. ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩამიდგეს "პლატინა" ოპერაციის შედეგად“, - აღნიშნა ქაცარავამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს