პაატა მანჯგალაძე - მოვიდა დრო „არა რუსულ კანონს“ შეიცვალოს მოწოდებით „არა რუსულ რეჟიმს“ - ივანიშვილს აქვს მარტივი სტრატეგია: მას უნდა, რომ დაგვღალოს, პასუხი უნდა იყოს მარტივი, ჩვენ უნდა დავღალოთ

„ქართული კოშმარის“ მხრიდან რუსული კანონისთვის სამჯერ ხმის მიცემა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების 30 ვერცხლად გაყიდვაა - უკვე ყველამ კარგად იცის, რაც არის „ქართული ოცნება-ქართული კოშმარი“. ახლა მთავარია, რა იქნება ჩვენი, ისტორიის სწორ, ნათელ მხარეს მყოფი ადამიანების რეაქცია და პასუხი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ხალხი ერთიანია და დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა აჩვენონ ერთიანობა საქართველოსა და მისი ევროპული მომავლისთვის

“უკვე დიდი ხანია მოვიდა დრო “არა რუსულ კანონს” შეიცვალოს მოწოდებით “არა რუსულ რეჟიმს”! ხალხი ერთიანია, ახლა დროა პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა აჩვენონ ერთიანობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის.

ივანიშვილს აქვს მარტივი სტრატეგია - მას უნდა, რომ დაგვღალოს. პასუხი უნდა იყოს მარტივი, ჩვენ უნდა დავღალოთ და შევცვალოთ რეჟიმი, რათა ამ ხალხს აღარასდოს ჰქონდეს საქართველოსთვის ზიანის მიყენების არანაირი შანსი.

არ არსებობს ძალა, რომელიც საქართველოს ერთიანობას შეაჩერებს! საქართველო გაიმარჯვებს!” - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება