„სქილვილში“ პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი გაბედავა პროგრამის „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ ახალ და ძველ მონაწილეებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირები, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, სრული დაფინანსებით სწავლობენ თანამედროვე პროფესიებს, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს შრომით ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები.

„მიმდინარე სემესტრში, მაღალი მოთხოვნის გამო დაემატა ახალი მიმართულებები. დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ 7 ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, მათ შორის: IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მარკეტინგი.

სასწავლო კურსი 3-დან 7 თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემათ.

პროგრამა „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის და ნეო უნივერსიტეტი „სქილვილის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილი ადამიანების სამოქალაქო ინტეგრაციასა და დასაქმებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს