სალომე სამადაშვილი - ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ - მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის - დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ

ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ - მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის - დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმაც დაადასტურეს, რომ კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება.

„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა კიდევ ერთხელ - მის ვეტოს ვერავინ გამოიყენებს რუსული კანონის შეცვლაზე ვაჭრობისთვის. იგივე დაადასტურა ევროპულმა მხარემ. ეს კანონი არ ექვემდებარება არანაირ გაუმჯობესებას.

დაძლევენ ვეტოს და შედეგებს მიიღებენ, ან ვეტოს დაძლევაზე უარს იტყვიან.

არანაირი სხვა არჩევანი რუსების და ბიძინას მარიონეტ დეპუტატებს არა აქვთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს